ეს მაშინ როცა აანალიზებ, რომ არც ზღვაზე კენჭების შეგროვება აღარ გახალისებს, არც კენჭების სიფერადეს აქცევ ყურადღებას, აღარც შენი კარადის კარზე გაკრული სტიკერების დამატებას ცდილობ , აღარც ის შეგრძნება არსებობს, როცა მამასთან ერთად სიარულის დროს გამუდმებით წუწუნი გიწევდა — «დამელოდე» რადგან მისი ერთი ნაბიჯი ჩემს 3 ნახტომს უდრიდა , მე კი როგორ ვცდილობდი იმდენად გაზრდას რომ მის გვერდით ფეხაუჩქარებლად მევლო ,  როცა ჩემი სკოლისკენ მიმავალ გზაზე ქოლგების შემკეთებელი ბაბუა ყოველ გავლაზე კანფეტს არ მიწოდებს ,  არადა როგორ კარგად მახსოვს , ჩემი ცნობისმოყვარეობისა და ბავშვურობის განმასახიერებელი დიალოგი :
— ბაბუ აჰა აიღე კანფეტი.
— ბაბუს მარტო ბაბუ მეძახის, თქვენ არ გყავთ შვილიშვილები ?
— არა არ მყავს, იქნები ჩემი შვილიშვილი?
— სანამ ბაბუ სოფლიდან ჩამოვა მანამდე კი , მერე ეწყინება შენც რომ ბაბუს გეძახი
ახლა ზუსტად არ მახსოვს და დაჟინებით ვერ ვიტყვი მაგრამ მწვანეთვალება უნდა იყოს ის მოხუცი, რომელმაც ადგილი შეიცვალა და ამჟამად სხვა ქუჩაზე გადაიტანა თავისი ქოლგების პატარა სახელოსნო, ბორბლებიანი ურიკით და ბალოტისფერი უხეში მოსასხამით იჯდა წვიმასა თუ დარში, ალბათ მასაც ჩემსავით უყვარს წვიმა რადგან თვითონ ქოლგების გამკეთებელი იყო და წვიმის დროს ის არასდროს იხურავდა ქოლგას, მახსოვს ერთხელ ჩემი ქოლგის გაკეთება ვთხოვე და მაშინაც კი ვუთხარი რომ ვერ ვიტანდი ქოლგას და მინდა რომ მალე დამეკარგოს — მეთქი.
არა , ასე უბრალოდ არ გამხსენებია ეს მოხუცი , წინა დღეს ზუსტად ჩვეულ ფორმაში იჯდა მომღიმარი სახით და საყვარელ საქმიანობას ეწეოდა , ალბათ საყვარელს თუმცა შესაძლოა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროს ხელიდან არ გაშვების ამდენწლიანი შრომაა ეს…
მარშუტკით მიმავალმა დავინახე როგორ გაუწოდა პატარა გოგოს კანფეტი, ეს ის გრძნობა იყო როცა ეგოიზმს ვეღარ ვიტევდი , მართალია თავიდანვე ავღნიშნე რომ  » გავიზარდე» — თუმცა ეს მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ეგოისტობა, მე დღეს არც კი ვიცი ამდენად გაზრდილსა და შეცვლილს მიცნობს კი ბაბუა? ერთი კი მეწყინა , ჩემ გარდა სხვა შვილიშვილებიც ყოლია, მაგრამ მე ხომ დიდი ხანია არ მინახავს ის.. იმ დღეს საშინელი სურვილი მქონდა ჩამოვსულიყავი მანქანიდან და შემეხსენებინა თავი, თუმცა ახლა ვაანალიზებ კანფეტებით და ძველებური ღიმილით მისულს სხვანაირად დამხვდება და აი მაშინ კი გავახსენდები…

ახლა ერთი საათი და ერთი წუთია, ალბათ ასე უფრო სიმბოლურია ვიდრე უკვე ორის ორი წუთის აღნიშვნა , დუშეთში კერძოდ ბულაჩაურში ვიმყოფები, არა მოგზაურობა ნამდვილად ჩემი სფეროა , სფერო სადაც გადაიკარგები და გინდა რომ არავინ მოგძებნოს , მეტიც არავინ გიპოვოს რადგან მპოვნელი არასდროს დასაჩუქრდება , ვინაიდან ერთ-ერთ რთულ ინდივიდთან იმ ხასიათთან ჭიდილი და შეუთავსებლობის ატანა მოგიწევთ სადაც რთულია იყო მართალი , მეტიც ყოველთვის დამნაშავე იქნებით და სიმართლის მტკიცებას ისეთივე «აზრი ნული» ექნება როგორც ნებისმიერი ნატურალური რიცხვის ნულზე გაყოფით მიღებული შედეგი, არა უდაოდ გვესაჭიროება ვინმე ვინც შავი ხვრელების ამოცნობის ნაცვლად ნულზე გაყოფის თეორიას რამენაირად შეცვლის და პასუხს ისევ ნატურალურს რიცხვს მიიღებს, ეს თეორიულად ისეთივე შეუძლებელია როგორც უგებდე ჩემნაირ ადამიანს ყოველთვის და ყველაფერში. 

ხაზის გასმის პროცესი ჩემს არც თუ ისე რბილად ნათქვამია ამიტომ პირდაპირ ზედსართავ სახელს შემოგთავაზებთ აღმატებით ხარისხში «ძალიან რთულ » ხასიათთან დაკავშირებით დასასრულს მიუახლოვდა , შესაბამისად მინდა გითხრათ როდის ვხდები ზედმეტად კარგი (ანგელოზის სმაილი) …

ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული მე აი დაახლოებით ისეთი გამომეტყველებით დედაჩემი რომ მიყურებს სამეცადინო მაგიდასთან , ვინაიდან და რადგანაც მთელი დღე მუშაობს საღამოს მოსულს იმის თქმა რომ ვიმეცადინო და პასუხი რომ მაშინ ვიმეცადინე როცა სამსახურში იყო უკვე ჩვევად ქცეული რეალობაა ამიტომ როცა მის პასუხს ჩემი 1 წუთიანი ქმედებით ანუ წიგნებთან დაჯდომით ვაგვირგვინებ რაღაც საოცრად კეთილი ღიმილი აქვს , ჰოდა სწორედ ასე ვიღიმი ზუსტად მაშინ როცა მინიდან კი არა ღია ფანჯრიდან , მობუზული პლედშემოხვეული და თვალებგაბადრული ვუყურებ (დაიღალე თუ ძმა ხარ აღარ გააგრძელო ) ვუყურებ ხეს ,  ხის უკან მიმალულ მთვარეს და ამ ხის ტოტებიდან გამონათებულ ბჟუტავ სინათლეს რომელიც არემარეს ისე მოჰფენია როგორც ნამცხვარს თეთრი გემრიელი ფიფქები ანუ ქოქოსი , თუ ვაიდა გაყინული ხელებით და სუსხით რომელიც იმდენად გხვდება სახეზე რომ კანი უხეშ ქსოვილს გავს მაინც გავძელი ამ საოცარ მდუმარებაში სადაც ხმას მხოლოდ საიდანღაც მორბენილი ბგერები კერძოდ რომელიმე ცოცხალი არსების ანუ მეგობრობის ეტალონად მიჩნეული ძაღლის ყეფა არღვევს , აი მაშინ უთუოდ კარგად დავინახავ მთვარეს რომლის

მოძრაობაში მხოლოდ იმიტომ ვარ დარწმუნებული რომ ხე რომელსაც ვუყურებ ნამდვილად გაუნძრევლად დგას , არც სიო ქრის ფოთლებს რომ ელამუნოს, რახან ამ ფაქტში ისევე ვარ დარწმუნებული როგორც ჩემი შოკოლადისადმი განსაკუთრებულ სიყვარულში (თუმცა კოკაკოლა და სოკოც სადღაც მაქვეა) ვხედავ როგორ შეიცვალა მთვარემ ბინა რომელიც უკვე კარგად ჩანს ხის ტოტებს შუა ზუსტად იქ პატარა მრგვალ ადგილას , თითქოს ისე არ მახსოვს ვის მაგრამ ოდესღაც ვიღაცას  რომ უთქვამს დედამიწაზე ყველას და ყველაფრის ადგილიაო აი ისე თითქოს მთვარის ადგილი ზუსტად იმ შუა წერტილშია საიდანაც სინათლე კიარ ბჟუტავს უკვე ამაყად აელფრებს ანუ ელფერს სძენს იმ დიად გარემოს სადაც ზედმეტს ვერაფერს აღმოაჩენ …. 

აი ზუსტად აქ ამ წამს მე ვარ ძალიან , ზედმეტად კარგი გოგო… ❤️

ახლა გაზაფხულია, ახლა მე ნახევარი საათის წინ დახურული ლეპტოპის ჩართვა და წერა მომინდა, ახლა აქ ჩემს ცნობიერებაშიც გაზაფხულია და მე სწორედ ახლა მინდა სადმე ბუნების წიაღში კალმით და ფურცლით მომარაგებულს რომელიმე მწვანე საფარველზე დაწოლილს მზეს ვუყურებდე, ან კარავში ვიყო და ვუსმენდე წვიმის წვეთების მელოდიურობას, ან უბრალოდ ვიჯდე ვტკბებოდე ბუნებით და ჩემი ემოციები და განცდები ამინდივით სწრაფად არ იცვლებოდეს, არც ჩემი ადამიანებზე შეხედულებები იყოს ზოგიერთი საკვებივით მალფუჭებადი, არც უბავშვო სახლივით წყნარი და მარტო ვიყო , არც იმდაგვარ ზღვარზე ვიდგე:  ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე , რომელზე პასუხიც რათქმაუნდა სხვადასხვაგვარაღქმადია, მხოლოდ ის მინდა რომ შენი თვალის გუგა იმდენად გაფართოვებული იყოს რომ შენს თვალებში საკუთარი თავი ისევ ისე დავინახო, და რომ სადღაც შორს  ორი უკიდურესობის გადაწონვის ბრძოლაში თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობდე…

ახლა გაზაფხულია, ახლა მარტის ოცდამეორე დღეა და მე მინდა ჩემი ჰორიზონტის ხაზი შენს სახესთან მთავრდებოდეს , მე მინდა სადღაც იქ ბანალურობისგან შორს და ჩვენებურობასთან ახლოს მე , და ჩვენ ვიყოთ ბედნიერები… სადღაც იქ გიტარაზე გაწყვეტილი სიმის გამო ვერ შემდგარ მელოდიასავით კი არა , სადღაც იქ კამერის ობიექტივიდან კი არა, სადღაც იქ ჩემი ჰორიზონტი რომ შენს სახესთან დამთავრდება , სადღაც იქ სუფთა ჰაერში ყვავილსურნელნარევი ნიავი რომ ჩამოიქროლებს , სადღაც იქ , ახლა ამ გაზაფხულისპირს ხედავდე შენს ანარეკლს ჩემს თვალებში…
ღამის ორსაათზე ძილისპირული ემოციით გ’ნ’ა’ტ’რ’უ’ლ’ო’ბ…10995933_1577999025809946_4007979561110956686_n

იქ სადღაც გადაკარგულ ტერიტორიებს გაღმა, იქ სადღაც დაუსრულებელ ფიქრის მორევში…

ხანდახან უბრალოდ ვერ უნდა წერდე, ვერ უნდა ამბობდე , ვერ უნდა გამოხატავდე…რომ მიხვდე დაკარგული წუთების , ვერნათქვამი სიტყვების და ვერ გამოხატული გრძნობების დაუოკებელ ძალას..
ხანდახან — მიყვარს ეს სიტყვა ..
ხანდახან — რა არ ხდება და რა არ გა’და’გხდება.
ხანდახან — რა არ ხდები და სად არ ხდები…
ხან და ხან .. ემოციაგანულებული და სოფელში მიტოვებული სახლივით მარტოს , უბრალოდ გინდა ხალხით და მხიარულებით სავსე ოთახში იჯდე მარტო და ფიქრობდე.

ჩვენ სამი…

დიახ , ახლა ამ შუაღამეს, თუ დილაუთენია, ანდაც სადღაც ამ ორს შორის, ჩემი ლეპტოპი ფანჯრის რაფაზე დევს, გაუაზრებლად ვბეჭდავ რაღაც უაზრობას, ყურში ჩამესმის მტრედის ფრთების მოქნევის ხმა, მას წამდაუწუმ უწევს თავისი ბინის შეცვლა რადგან , ნელი წვიმა უკვე მთელი ღამე გრძელდება და საწვეთურებში აღარ ეტევა, დიახ ახლა ამ შუაღამეს , თუ დილაუთენია, ვისმენ მეეზოვის ცოცხის მოქნევის ხმას, ქალი აივანზე, ალბათ ნამთვრალევ ქმარს ელოდება, 10 მეტრის სიშორის მიუხედავად ვგრძნობ მის ნანერვიულებ თვალებს, რატომღაც მგონია რომ ქმარს ელოდება, რატომ ელოდება .. რატომ….

ლამპიონის შუქის მიდამოებში ჩანს წვიმის წვეთების ნელი სვლა, არადა მთელი დედამიწა დაასველეს , მიყვარდა წვიმა, ვიდრე ვნახავდი ამ დილაუთენია, თუ ამ შუაღამეს როგორ უჭირს მეეზოვეს , როგორ უჭირს ამ წვიმაში , იმხელა „პლაშის“ ტარება , თან ცოცხის დედამიწის ზედაპირზე მოსმა, ამ მეეზოვეს უყვარს ჩვენი ქალაქი, ამ დილაუთენია ის ცოცხით დედამიწას ეხება, ამ შუაღამეს ის ღიღინებს და თავის საქმეს ღიმილით აკეთებს, ჩუმად ვარ , უკვე უახლოვდება ჩემს  ფანჯარას, არ მინდა ხელი შევუშალო ღიღინში…არც ტექსტი მესმის არც მელოდია, უბრალოდ ვიცი რომ ამ შუაღამეს თუ დილაუთენია, რა მნიშვენლობა აქვს , ახლა ამ დროს მე , ერთ ქალს და მეეზოვეს გვღვიძავს, ახლა ჩვენ სამი ვვარსებობთ დედამიწაზე, ახლა მხოლოდ ჩვენ გვღვიძავს…

* * *

 

დღეს გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ საღამოზე ვიყავი საზაფხულო თეატრში , ვისმენდი მის შესანიშნავ მოთხრობებს, ლექსებს , ცხადად წარმოვიდგენდი პერსონაჟებს , უცებ ერთმა ნაწყვეეტმა მიიპრო ჩემი ყურადღება , როგორ უნდოდა ერთ-ერთ პერსონაჟს ფრინველად გადაქცეულიყო, მეც სულ მქონდა ოცნება ვყოფილიყავი ის მტრედი ყოველდღე ჩემი სახლის ფანჯრის რაფასთან, რომ მოდის , პატარაობიდან რომ მივაჩვიე პურის ნატეხებით გამასპინძლებას, არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ ჩემთან სულ ერთიდაიგივე მტრედები მოდიან, ტყუილად არ მიხსენებია ეს მშვიდობასთან ასოცირებული და ჩემთვის საოცარი ფრინველი, ყველა გულისყურით ვუსმენდით თითოეულ გამომსვლელს, ვისაც კი გოდერძი ჩოხელთან ურთიერთობა ჰქონია ყველა სიხარულით იგონებდა მას. უცებ, დარბაზში მტრედი შემოფრინდა და პირდაპირ სცენის თავზე განათებების ბოძზე დაჯდა, გვერდით ჩემს მეგობარს გადავჩურჩულე : 
-იცი შეიძლება სულელი ვარ მაგრამ უცებ მეგონა რომ ამ მტრედის სახით გოდერძი ჩოხელი გვესტუმრა, რომ დაგვისაბუთოს მისი უკვდავობა
— ჰოო, თან როგორი განსაკუთრებული სიახლოვე აქვს გოდერძი ჩოხელს ბუნებასთან.
— მართლაც , მტრედი ჩემთვის ყოველთვის მშვიდობიანობასთან ასოცირდებოდა.

— ჰო, ჩემთვისაც, დამეთანხმა მეგობარი. 

 

 

კონცერტის დამთავრებამდე დარბაზში მტრედი დაფრინავდა, ხან იქეთ ხან აქეთ, თითქოს გვახსენებდა მის იქ ყოფნას , მაგრამ ჩემთვის შეხსენება საჭირო არ იყო, თვალი არ მომიშორებია, ვაკვირდებოდი როგორ უსმენდა თითოეულ სიტყვას..

გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ისედაც მაუწყებელია მისი უკვდავებისა, ერთ-ერთ გადაღებაზე თურმე შუა აგვისტოში სცენისთვის აუცილებლად თოვლი იყო საჭირო, გოდერძი ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა თოვას , ამ ფაქტს მრავალი თვითმხილველი ჰყავს და მართლაც შუა აგვისტოში თოვლი მოვიდა .

არის გოდერძი ჩოხელში რაღაც ღმერთკაცური , რაღაც სხვა , განსაკუთრებული…

* * *

Изображение

 

                                                                              * * *

ჰმმმ, რა სასიამოვნო მოულოდნელობებით და სიგიჟეებით აღსავსეც  არ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება , ყველაფრის მიზეზს მაინც ვეძებთ, ვეძებთ და უსასრულო ფიქრების მორევში ვიძირებით , მილიონჯერ მაინც მითქვამს: » კარგი მორჩა, უბრალოდ მოხდა, აღარ ვიფიქრებ მეტს, რა აზრი აქვს მიზეზს» 

— არადა რა სასიამოვნოა როცა ხვდები, რომ:  დაგიფასდა შრომა, დაინახეს შენი სიკეთე, მიხვდნენ შენს ამაგს, გაგიგეს …  შესაბამისად ჩვენი ბედნიერების, სიხარულის , სიგიჟის მიზეზი ისევ ჩვენ და ჩვენი ქმედებებია (ხშირად) , ამიტომ დებილივით ვეძებ თითოეულ მომხდარ წვრილმანში მიზეზს , ამ ფიქრსაც ხომ ვერაფერი მოვუხერხე, ამ ძებნას ისევ ჩემს პესიმისტურ არზროვნებამდე მივყავარ , მოკლედ რა.. მინდოდა ცოტა პოზიტიური რამე დამეწერა, მაგრამ  არ გამომდის ამ «უჟმურ» ხასიათზე მყოფს …

ისე თუ გიფიქრიათ ჩვენი რეალობა სხვისი ოცნებაა და პირიქითაც ჩვენი ოცნება სხვისი რეალობა, ჩემი პატარა თამუნასთვის , (პატარა  ხელებით  რომ მოწყალებას ითხოვს, თან  საოცარი ღიმილი აქვს , თუ რომელიმე დაინახავთ ისეთი საყვარელია უსათუოდ მოგინდებათ გულში ჩაიკრათ..) , ოცნება დიდი თოჯინა იყო და აუხდა, ახლა ტანსაცმელზე ოცნებობს ამ ოცნებასაც ავუხდენ როგორმე … ჩვენთვის ეს ნივთები ჩვეულებრივი რამეა.. არც კი ვაქცევთ ყურადღებას საიდან და როგორ მოდის, წარმოიდგინეთ ჩვენთვის უბრალო რეალობაზე შეიძლება სხვა ოცნებობდეს , დღეს პირველად გავაანალიზე კარგად ეს .. 
            *  მე მინდა შევწყვიტო ოცნება  *